ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში საბავშვო ბაღი აშენდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ახალი ბაღი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერთან ერთად დაათვალიერა.

„ახალშენის საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი. ახალი ბაღის აშენებამდე, ფუნქციონირებდა მხოლოდ ქვედა ახალშენის ბაღი, რომელიც დროებით სკოლის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო ზედა ახალშენის ბაღი შეუსაბამო პირობების გამო დაკეტილი იყო.

ახალი ბაღის გახსნის შემდეგ ყველა აღსაზრდელი ახალშენის ახალ აშენებულ ბაღში გააგრძელებს სააღმზრდელო პროცესს. საბავშვო ბაღის ეზოში განთავსებულია გასართობი ატრაქციონების კუთხე და მინი-სპორტული მოედანი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა