ჰიუნდაი IONIQ 5 - World Car Awards-ის წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილი

ფართოდ აღიარებულმა ჰიუნდაი IONIQ 5-მა 2022 წლის პრესტიჟულ World Car Awards-ზე, კიდევ უფრო დიდი აღიარება მოიპოვა და დასახელდა:

  • წლის მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილად
  • წლის მსოფლიოს საუკეთესო ელექტრომობილად
  • წლის მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილად

IONIQ5 2021 წელს წარმოებულ სხვა 27 კონკურენტ მოდელთან ერთად ფასდებოდა მსოფლიოს 33 ქვეყნიდან შერჩეული 102 ავტოჟურნალისტით დაკომპლექტებული ჟიურის მიერ.

ზემოთჩამოთვლილ გამარჯვებებთან ერთად, 2022 წლის მთავარ პერსონად ჟიურიმ ჰიუნდაი მოტორს ჯგუფის მთავარი შემოქმედებითი ხელმძღვანელი ლუკ დონკერვოლკი დაასახელა ახალი მოდელის შემუშავების პროცესში მის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, IONIQ 5-ის ჩათვლით.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოების მიღება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და ადასტურებს კომპანია ჰიუნდაი მოტორსში მომუშავე ყველა ადამიანისა და ბიზნეს პარტნიორის ნიჭს და მათ თავდაუზოგავ შრომას. ჩვენი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ კაცობრიობისთვის პროგრესი უზრუნველვყოთ, ჩვენი მიდგომის მსგავსი აღიარება და წახალისება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მისწრაფებას, რომ ეს ხედვა რეალობად ვაქციოთ,“ - განაცხადა კომპანია ჰიუნდაი მოტორსის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯაეჰუნ ჩანგმა.

წინა წელს, მისი გლობალურად გამოშვების დროიდან, IONIQ 5-მა უამრავი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, „წლის ავტომობილი გერმანიაში“, „წლის ავტომობილი დიდ ბრიტანეთში“, „წლის ავტომობილი“ Auto Express-ის და „წლის ელექტრომობილი“ Auto Bild-ის შეფასებებით. მოდელმა, ასევე, პირველი ადგილი დაიკავა „2021/2022 წლის საუკეთესო ავტომობილის“ კატეგორიაში პირველად გამართულ დაჯილდოებაზე.

IONIQ 5 ჰიუნდაის განახლებული BEV ხაზის ბრენდის პირველი მოდელია. ის ელექტრო-გლობალური მოდელური პლატფორმის (E-GMP) სპეციალური არქიტექტურის ყველა უპირატესობას იყენებს, რათა შესთავაზოს მომხმარებელს როგორც 800-V ულტრა-სწრაფი დატენვის ფუნქცია 10%-დან 80%-მდე დატენვის შესაძლებლობით სულ რაღაც 18 წუთში, ისე - საკმაოდ მოცულობითი სალონი.

IONIQ 5 ჰიუნდაის დიზაინში ახალ ეპოქას ქმნის იმით, რასაც ბრენდის დიზაინერები „პარამეტრულ დინამიკას“ უწოდებენ, ზედაპირის კინეტიკურ, გამამშვენიერებელ დეტალებთან ერთად, რაც BEV-ის ვიზუალურ იდენტობას განსაზღვრავს. კროსოვერის უნიკალური გარე დიზაინი სუფთა, მკვეთრი ხაზებით ხასიათდება, რაც გზაზე მის დინამიურობას უსვამს ხაზს, ხოლო დამახასიათებელი „პარამეტრული პიქსელის“ დიოდური განათების წინა და უკანა ფარები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.

სალონში, IONIQ 5-ის ე.წ. „საცხოვრებელი სივრცის“ ინტერიერი მგზავრებს მოძრავ ცენტრალურ კონსოლს სთავაზობს, რაც მათ მოძრაობის მეტ თავისუფლებას აძლევს. ინტერიერში, შეხების ბევრ წერტილში, გამოიყენება ეკო-მეგობრული მასალები და ქსოვილები: ეკო-დამუშავებული ტყავი, ეკოლოგიური ბოჭკოები და ბიო საღებავები, რაც ეხმაურება მომხმარებლების გაზრდილ ინტერესს ეთიკური, ეკოლოგიური პროდუქტების მიმართ.

იმის გათვალისწინებით, რომ ჰიუნდაი მოტორსი მობილობის ინტელექტუალური გადაწყვეტის პროვაიდერად ტრანსფორმირდება, კომპანია ამ გზაზე საკუთარი ელექტრიფიკაციის სტრატეგიის განხორციელებას აჩქარებს, რათა მსოფლიოში ელექტრომობილების წამყვან მწარმოებლად იქცეს. 2030 წლისათვის ჰიუნდაი, Genesis-ის ლუქს ბრენდის მოდელების ჩათვლით, ელექტრომობილების (BEV) 17 მოდელის წარმოებასა და ელექტრომობილების (BEV) გლობალური წლიური გაყიდვების 1.87 მილიონამდე გაზრდას გეგმავს.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა