ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსს, გიორგი ტალახაძეს და ქვემო ქართლში სახალხო დამცველის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მონაწილეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მუნიციპალური პროგრამები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. შეხვედრაზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა