ქუთაისის მერი ნიკეას ქუჩის N7 ჩიხში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩის N7 ჩიხში, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში დაწყებულია გზის კაპიტალური შეკეთება. ქუჩაზე გზის საფარი მთლიანად შეიცვლება, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.

სამუშაოებს შპს „დაგი+“ ასრულებს. ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის რეაბილიტაციისთვის 416 624 ლარია გამოყოფილი და ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება. გზის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.

„ქუთაისში ევროკავშირის საგრანტო პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ვიმყოფებოდით ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში, სადაც სწორედ ამ პროექტით დაფინანსდა გზის რეაბილიტაცია. ეს გზა ათწლეულებია არ შეკეთებულა. ამ ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ასფალტო-ბეტონის საფარი განახლდება, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა გაკეთდება.

რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნეს-სექტორს, რომლებიც ამ ქუჩით სარგებლობენ, ქალაქის სხვა უბნებთან დაკავშირება მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ქუთაისის მერი ნიკეას ქუჩის N7 ჩიხში საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ნიკეას ქუჩის N7 ჩიხში, საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში დაწყებულია გზის კაპიტალური შეკეთება. ქუჩაზე გზის საფარი მთლიანად შეიცვლება, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.

სამუშაოებს შპს „დაგი+“ ასრულებს. ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხის რეაბილიტაციისთვის 416 624 ლარია გამოყოფილი და ევროკავშირის საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება. გზის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.

„ქუთაისში ევროკავშირის საგრანტო პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ვიმყოფებოდით ნიკეას ქუჩის მე-7 ჩიხში, სადაც სწორედ ამ პროექტით დაფინანსდა გზის რეაბილიტაცია. ეს გზა ათწლეულებია არ შეკეთებულა. ამ ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ასფალტო-ბეტონის საფარი განახლდება, ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა გაკეთდება.

რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნეს-სექტორს, რომლებიც ამ ქუჩით სარგებლობენ, ქალაქის სხვა უბნებთან დაკავშირება მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია