„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს და აჭარაში საპროტესტო აქციებს აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში გადადიან და ფართომასშტაბიან აქციებს იწყებენ. აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განმარტეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, რაც არაერთი სამედიცინო დასკვნით დასტურდება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, აქციები 6 მაისიდან გაიმართება.

“უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება რუსეთისადმი მაამებლურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. ამ ფონზე, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რუსეთის საამებლად ხელისუფლება იყენებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უკიდურეს ფორმებს მიხეილ სააკშვილის მიმართ.

საერთაშორისო საზოგადოება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას აფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორებას. აღნიშნულის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა არასამთავრობო სექტორის, საქართველოს და უკრაინის სახალხო დამცველების, ევროპარლამენტარების მხრიდან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე თავია გამოყოფილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასთან, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.

ექსპერტები და სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება დაუყოვნებლივ უცხოეთში, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს, უფრო მეტიც აკრძალეს მასთან ექიმების შეშვება, საკვების მიწოდება.

ზემოაღნიშნული ფაქტები აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ჩვენს თვალწინ ცდილობს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობას, წამებითა და არაადამიანური მოპყრობით და ამას აკეთებენ პუტინის საამებლად. ასე სჯის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმისათვის, რომ კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა გადააქცია წარმატებული რეფორმების ქვეყნად და 2008 წელს მან არ ჩააბარა ქვეყანა რუსეთს.მოვითხოვთ:

1. მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში;

2. შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა;მანამდე სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა:

1. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს 7 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან.მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი