საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში მოისმინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიში მოისმინეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი უძღვებოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, შესაბამისი მოხსენება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარმოადგინა. ჯაბა ფუტკარაძემ ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლებთან ერთად, ცალკეული სამთავრობო უწყების მიერ შესრულებულ საბიუჯეტო ვალდებულებებზე, რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.

კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს