სმარტ კაპიტალ ჯგუფის საქველმოქმედო ვიზიტი რაჭაში (R)

მიმდინარე წლის 28 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ორგანიზაციები: საქველმოქმედო ფონდი ,,აი ია“ და ქართულ- გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი ,,ბეკარი“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარესო ადმინისტრაციასთან ერთად რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ინიციატივით ღონისძიებას გამართავს. აგრეთვე, ამ ვიზიტის ფარგლებში, ოთხივე მხარის (ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი) მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამბროლაურის, მუნიციპალიტეტში სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში:

  • ტარდება უფასო კონსულტაციები ოჯახებისა და ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები.
  • მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის.
  • ვორკშოპები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით,
  • ბაღში მომუშავე მუსიკის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი, სადაც მათ გადაეცემათ პრაქტიკული სახელმძღვანელოები.
  • მშობლებისთვის გაიმართება კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან.

ღონისძიების ფარგლებში ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს, საქველმოქმედო ფონდს ,,აი ია“ და ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრს ,,ბეკარი“ შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთათვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ მიზნით აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა