ბორჯომის მერმა და ბორჯომის მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ბორჯომის მერიის მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ და სამუშაოების მიმდინარეობის ხარისხი შეისწავლეს.

უწყების ცნობით, ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: რუსთაველის, აღმაშენებლის N35, მესხეთის N35 და N61 -ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის რეაბილიტაცია. შანიძის ქუჩის N 24-ში, სკვერი მოეწყობა.

პროექტი დასასვენებელი სივრცის, შიდა ბილიკების, გასართობი მოედანის, საბავშვო ატრაქციონების, ფანჩატურის, ბორდიულის, საყრდენი კედელის მოპირკეთდებას, გამწვანებას და სკვერის განათების მოწყობას ითვალისწინებს. რუსთაველის #34-39-ში დასრულდა, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო გზის დამცავი კედლი და ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი კიბეები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენ ეტაპობრივად ვუტარებთ რეაბილიტაციას ისეთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, რომლებსაც 70-იანი წლების შემდეგ არავინ შეხებია. ვაწყობთ დასასვენებელ სივრცეებს“, - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა