რუსთავს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

რუსთავში, ცურტაველის მოედანზე, გმირთა მემორიალის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან, არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის სამსახურებისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სკვერის ტერიტორიაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც პროექტის დეტალები განიხილეს.

,,რუსთავში დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია, ადგილის, სადაც გმირთა მემორიალებია განთავსებული. პროექტის ღირებულება მილიონ სამასი ათას ლარზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში რუსთავს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი რეკრეაციული სივრცე შეემატება“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკი, გამწვანება და სარწყავი სისტემა. განთავსდება დასასვენებელი სკამები. რეკრეაციული სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

პროექტის ღირებულება 1 მლნ 354 439 ლარს შეადგენს და სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს