ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხი განიხილება, კვლავ ხმაურია. სხდომაზე იმყოფებიან თანამდებობიდან გათავისუფლებული პირები. როგორც ისინი აცხადებენ, მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. საუბარია 35 ადამიანზე.„რეორგანიზაცია არ გულისხმობს ვიღაცის გათავისუფლებას. ჩვენ რასაც ვხედავთ ეს არ არის რეორგანიზაცია, ეს არის ,,წმენდა", თუ ვიღაცას ვიღაც არ მოსწონს, ამისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული რეორგანიზაცია. ყოველ არჩეულ მერს ჰგონია, რომ რეორგანიზაცია აუცილებელია. ეს პოლიტიკური ორგანო არ უნდა იყოს ნოტარიუსი", -განაცხადა მერიიდან გათავისუფლებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ოპოზიცია მოითხოვს, საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირონ.
„ქართულმა ოცნებამ" „ნაციონალურ მოძრაობას" ომის პარტია უწოდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„მესმის, რომ მტკივნეული პროცესია, მაგრამ რეორგანიზაცია კანონის სრული დაცვით განხორციელდება", -განაცხადა ოზურგეთის მერის მოადგილე გიორგი ღურჭუმელიამ.