პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს მიმართა, საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შესახებ ანგარიში 15 მაისამდე წარუდგინოს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად.

„ამასთან, საბჭოს წევრებმა განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რომლის შედეგებიც სახეზეა და მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გაიაფების პროცესი. აღინიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის ბაზრის გახსნამ, საიდანაც იმპორტირებული 250-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა 70-80%-ით უფრო ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ასევე უწყობს ხელს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში