უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა ცნობილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის ვინაობა ცნობილია. გარდაცვლილია ბატალიონ "კარპატსკა სიჩის" მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძეა.

ის რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს, თუმცა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელდა.

ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ბახვა ჩიქობავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, დავით გობეჯიშვილი, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე, ალიკა ცაავა და ვიტალი ორბელაძე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება