დახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო

ბევრ ქვეყანაში მხოლოდ გარკვეული ჯგუფი ატარებს პირბადეს - ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე, ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება,- აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც.

„უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ავიცრათ. რაც უფრო სწრაფად აიცრება მოსახლეობის 70%, მით უფრო სწრაფად დასრულდება პანდემიაც. აცრა ერთ-ერთი მთავარი დამცველია. აუცილებელია ვაქცინის ორი დოზა, "ომიკრონის" დროს კი მნიშვნელობა აქვს "ბუსტერს".

იცით, რომ ზოგმა ქვეყანამ დაიწყო მეოთხე დოზით აცრა, განსაკუთრებთ ხანდაზმული მოსახლეობის. ჩვენთანაც მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულზე .

რაც შეეხება მეორე მთავარ იარაღს, პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია, ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს. ამაზეც მიმდინარეობს მსჯელობა სამინისტროში და საკოორდინაციო საბჭოზე. ვფიქრობ, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის