უკრაინის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს მშვიდობიანი უკრაინელები სამხედრო ტყვეებში გაცვალოს

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, მოსკოვი ცდილობდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალოს, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია.

ვერეშჩუკმა BBC-ს განუცხადა, რომ მისმა ოფისმა, რომელიც პასუხისმგებელია ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაზე, ამ წინადადებაზე უარი თქვა და დაავალა რუსეთს, დაებრუნებინა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დაკავებული ჰყავთ.

ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთი სამოქალაქო პირებს მძევლებად იყენებს.

”აი, რატომ დაატყვევეს ყველა - მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ადგილობრივი საკრებულოს თანამშრომლები, რათა სცადონ მათი გამოყენება,” - აღნიშნა ვერეშჩუკმა.

”ვიცით, რომ იქ ათასზე მეტი მძევალია - მათ შორის თითქმის 500 ქალი. ვიცით, რომ ისინი ციხეებში და წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან კურსკში, ბრიანსკში, რიაზანში, როსტოვში,“- აღნიშნა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, რუსეთი აჭიანურებს ქალების დაბრუნებას. „ახლა ჩვენ უარს ვამბობთ ისეთ გაცვლაზე, როდესაც ქალები არ არიან სიაში. სწორედ ასე ვცდილობთ როგორმე გადავარჩინოთ ჩვენი ქალები და მშვიდობიანი მოქალაქეები“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, ტყვეების ბოლო გაცვლისას დააბრუნეს ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე მძიმე დაზიანებებით, მათ შორის რუსეთში ჩატარებული ამპუტაციებით. „მძიმედ დაშავებულები იყვნენ - კიდურების ამპუტაცია, სეფსისი, სხვა მძიმე დაზიანებები. წამების აშკარა ნიშნები იყო. ისტორიები, რომლებიც მათ გვიამბეს, საშინელებაა,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს