მედია - რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშები განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით იერიშები განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დრონების სამიზნე სამარის ოლქში მდებარე „ნოვოკუიბიშევსკისა“ და „სიზრანის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყო.
ორივე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.
დრონებით დარტყმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ასევე, დრონებით თავდასხმის საფრთხის ფონზე, სამარის ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

























