პროკურორის განცხადებით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს დედ-მამასთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა, ის მამის დაუკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც ტოტალიზატორში დახარჯა

მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილის საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ბრალდებულს მშობლებთან კონფქლიტი 2019 წლიდან ჰქონდა. პროკურორის თქმითვე, გიორგი ბეროზაშვილი თვეების წინ, მამის უკითხავად, 21 000 დოლარს დაეუფლა, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა, ნაწილი კი მისი შეხედულებისამებრ.

პროკურორის თქმითვე, გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.

ბიბილაშვილის განმარტებით, მამის მხრიდან თანხის დაბრუნების მოთხოვნა კონფლიქტში გადაიზარდა. პროკურორის განმარტებით, აღნიშნული უთანხმოება დედის მიმართაც გავრცელდა. მისივე თქმით, გიორგი ბეროზაშვილმა ცეცხლი მამის ცხედარს წაუკიდა. გრიგოლ ბიბილაშვილის შუამდგომლობის მიხედვით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი პირადი განაწყენებისა და დაპირისპირების გამო ხდებოდა, რის გამოც, ბეროზაშვილმა მათი მოკვლა განიზრახა.

პროკურორის თქმით, სახლიდან წაღებული ოქრო და ფული გამოძიების მიერ მამის კუთვნილი ავტომობილიდან იქნა ამოღებული. ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა