უკრაინის სამხედრო ატაშემ ომში დაღუპულ ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავას ოჯახს მიუსამძიმრა

უკრაინის სამხედრო ატაშემ საქართველოში, გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა უკრაინაში ომში დაღუპულ ქართველი მებრძოლის ალიკა ცაავას ოჯახს მიუსამძიმრა.

"ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ომის პირველივე დღიდან ქართველები მოხალისეებად წავიდნენ უკრაინაში, რათა დაეცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს 10 დაღუპული. დღეს მე ჩამოვედი, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას" ,- განაცხადა გენერალ- მაიორმა სერგეი კრავჩუკმა.

40 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში 16 აპრილს, მაშინ დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლთან ერთად დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა. ალიკა ცაავას ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი