რუსთავში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სკვერის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ მემორიალს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

რუსთავში გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სკვერის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ მემორიალს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

ქალაქის მთავარი არქიტექტორის კობა ძლიერიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის რეკონსტრუქცია განახლებული კონცეფციით მოხდება.

„გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბურ სამუშაოებს მოიცავს. სკვერში სხვადასხვა პერიოდის ქართველ გმირთა მემორიალებია განთავსებული, რომელთა შორის ერთ-ერთი ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აღნიშნული მემორიალი, წლების წინ ჩემი მუშაობის პერიოდში შეიქმნა. მოხარული ვარ, რომ დღეს ისევ ჩართული ვარ ჩემი ნამუშევრის განახლებაში. მონუმენტი ცამეტი აზიდული სვეტისაგან შედგება, რიცხვი 13 სიმბოლურად - ,,ცაზე მეტს“ გულისხმობს, ახალი კონცეფციით სვეტებს მანათობელი სხივები გააგრძელებს. ქალაქში მემორიალების რეაბილიტაციით ვცდილობთ სათანადოდ დავაფასოთ და პატივი მივაგოთ ქართველ გმირებს“, - განაცხადა ძლიერიშვილმა.

ეტაპობრივად, რეაბილიტაცია რუსთავში არსებულ ყველა მემორიალს ჩაუტარდება.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს