ირაკლი ღარიბაშვილი - მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბოლო 30 წელი მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბოლო 30 წელი მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა, ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ის უპასუხისმგებლო, მოღალატე და გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ“,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერი განმარტავს, ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა, მათ შორის განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო.

„მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა, ბოლო 30 წელი მხოლოდ ნგრევა მიმდინარეობდა, ჩვენივე ხელით ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას, მათ შორის ის უპასუხისმგებლო, მოღალატე, და გამყიდველი პოლიტიკოსები, რომლებმაც დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, დღესაც მავნებლობენ. ჩვენი ხელით დავშალეთ ყველა სისტემა - ქარხნები, წარმოება, ინდუსტრია, ყველაფერი ჩვენ თვითონ მოვსპეთ, მათ შორის განათლების სისტემა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიიღო. ამას სჭირდება რა თქმა უნდა, აქტიური მუშაობა. ჩვენ ვმუშაობთ, განათლების მინისტრი აქტიურად მუშაობს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა უნდა იყოს ხარისხიანი საშუალო განათლების მიცემა ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მოგეხსენებათ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ დავიწყეთ 800 სკოლის რეაბილიტაცია. ამას ემატება ის, რომ ვმუშაობთ განათლების ხარისხის ამაღლებაზე, გაძლიერებაზე, ჩვენი პედაგოგების პროფესიონალიზმზე, ამას ბუნებრივია დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ქუთაისში კლასიკური მაგალითია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით უნიკალური ახალი უნივერსიტეტი შეიქმნა. როცა მეუბნებით, რომ ახალგაზრდები ვერ სწავლობენ, ქუთაისის უნივერსიტეტი არის. ძალიან მაგარი უნივერსიტეტი არის შექმნილი ქუთაისში და ყველას, ვისაც აქვს უნარები და სურვილი, შეუძლია, ისწავლოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი