უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა ზუგდიდში, სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა ზუგდიდში, სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა ზუგდიდში, საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილის ოჯახს მოქალაქეებმა და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

“ალიკა გმირი დაიბადა, მისი მამა და ბაბუა გმირი იყო. ის ბოლო დროს ხერსონში იყო",- განაცხადა ოჯახის ახლობელმა ეთერ ბედოიძემ.

40 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინაში 16 აპრილს მაშინ გარდაიცვალა, როდესაც თანამებრძოლთან ერთად დაჭრილების გამოყვანას ცდილობდა. ის საქართველოში, 24 აპრილს ჩამოასვენეს.