პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები"-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე „განახლებული რეგიონები"-ს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება - 6 532 985 ლარია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარეობს 6 შენობისა და მიმდებარე საფეხმავლო ზოლის, ასევე, სკოლისკენ შესასვლელი კიბის სრული რეაბილიტაცია.

„პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის სუფთა და მოწესრიგებული გარემოს შექმნა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონები" საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტები ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო