ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მარნეულის მერი და  საკრებულოს თავმჯდომარე HEKS\EPER Georgia -ს პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მარნეულის მერი და  საკრებულოს თავმჯდომარე HEKS\EPER Georgia -ს პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, HEKS\EPER Georgia -ს პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის" პრეზენტაციას დაესწრნენ.

მარნეულის მერიის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის გაზრდა მონაწილეობით დაგეგმვასა და ბიუჯეტირების პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და ფინანსური თანადგომა წარმოადგენს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენელთა გაძლიერებას, მათი როლის გაზრდას ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში ეს კი უზრუნველყოფს საჭიროებებზე მორგებული მმართველობის სტილის დამკვიდრებას.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.