ემანუელ მაკრონი - პარიზი გააგრძელებს კიევის დახმარებას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტ ზელენსკის თავისი მზადყოფნა, აქტიურად იმუშაოს მეორე ვადის განმავლობაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან მჭიდრო პარტნიორობის შენარჩუნებით", - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონმა გამოთქვა შეშფოთება უკრაინის ქალაქების დაბომბვისა და მარიუპოლში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაგრძელდება. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „გაგრძელდება ფრანგი ექსპერტების მისია, რომლებიც ხელს უწყობს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას“.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
ემანუელ მაკრონი - პარიზი გააგრძელებს კიევის დახმარებას ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაში

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ნათქვამია ელისეის სასახლის განცხადებაში.

"პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტ ზელენსკის თავისი მზადყოფნა, აქტიურად იმუშაოს მეორე ვადის განმავლობაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ევროპელ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან მჭიდრო პარტნიორობის შენარჩუნებით", - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონმა გამოთქვა შეშფოთება უკრაინის ქალაქების დაბომბვისა და მარიუპოლში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინის მიმართ სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაგრძელდება. მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ „გაგრძელდება ფრანგი ექსპერტების მისია, რომლებიც ხელს უწყობს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას“.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა