ლენტეხის მუნიციპალიტეტმა ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა

ლენტეხის მუნიციპალიტეტმა ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ბავშვთა სარაგბო ფესტივალს უმასპინძლა.

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის განცხადებით, ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე გაიმართა.

,,ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 18-მა მორაგბეთა გუნდმა, ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდს, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტისგან და ვეტერანი მორაგბეებისგან სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ“, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ბავშვთა სარაგბო ფესტივალს დეპუტატი გოჩა ენუქიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან სოსო ტყემალაძესთან, მხარის რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ცნობილ მოქმედ და ვეტერან მორაგბეებთან ერთად დაესწარო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა