პრემიერ-მინისტრმა სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩისა და მიმდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მთავრობის მეთაურს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა.

მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სამტრედიაში 8 მილიონი ლარის ღირებულების ურბანული განახლების პროექტები მიმდინარეობს. თამარ მეფის ქუჩაზე 6 შენობის ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებისა და რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. გამოიცვალა შენობების ფანჯრები, დამონტაჟდა განათებები. პროექტით ასევე გათვალისწინებულია თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიისა და სკვერის კეთილმოწყობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის „განახლებული რეგიონები" ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ახორციელებს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა