დღეს რუსეთის ტყვეობიდან 14 უკრაინელი გათავისუფლდა

დღეს რუსეთის ტყვეობიდან 14 უკრაინელი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი ავრცელებს. ვერესჩუკის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 7 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირი.

„დღეს გავცვალეთ ტყვეები. სახლში 14 ჩვენს მოქალაქეს ვაბრუნებთ. ჩემთვის ეს გაცვლა განსაკუთრებულია: ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე 5 თვის ფეხმძიმეა“,- განაცხადა ვერესჩუკმა.

ვიცე-პრემიერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ კონკრეტდება გაცვლის დროს უკრაინულმა მხარემ რუსეთის რამდენი მოქალაქე გაათავისუფლა.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში