ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბავშვთა სარაგბო ფესტივალში მონაწილეობა 18-მა გუნდმა მიიღო

ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრის სტადიონზე, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლეგენდარული მორაგბის ოლეგ ლიპარტელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩატარდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულმა 18 გუნდმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე, რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცნობილი მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.

დამსწრე საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებს და ფესტივალში მონაწილე ბავშვებს სიტყვით მიმართეს სოსო ტყემალაძემ, გია ონიანმა და ლეგენდარული მორაგბის მეგობრებმა.

,,აქ მყოფ სტუმართაგან არ მეგულება ვინმე, ვისაც არ სმენია ამ ლეგენდარული მორაგბის სახელი. არ არსებობს ქვემო სვანეთში ადამიანი, რომელიც არ ამაყობს ოლეგ ლიპარტელიანის ლენტეხური წარმომავლობით. რაგბის განვითარება ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს ახალგაზრდობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. მე გისურვებთ ისეთივე სახელოვანი და წარმატებულები ყოფილიყავით როგორიც ოლეგ ლიპარტელიანი გახლდათ. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს სოსო ტყემალაძეს ამ დიდი მხარდაჭერისთვის", -აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა.

ღონისძიების დასასრულს, ფესტივალში მონაწილე ყველა გუნდს, რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა და ცნობილმა მორაგბეებმა სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა