ბოლნისის ახალ მუზეუმში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის ახალ მუზეუმში პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაცია HEKS/EPER იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება ქვემო ქართლის რეგიონში.

პროექტის პრეზენტაცია ბოლნისის ახალ მუზეუმში მოეწყო. ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება საქართველოს ორი რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო