ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან რუსეთში უკრაინელებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევაში შვეიცარიული მხარის შუამავლობის საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტ იგნაციო კასისთან უკრაინის აღდგენის კონფერენციისთვის მზადების საკითხი და რუსეთში უკრაინელებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევაში შვეიცარიული მხარის შუამავლობა განიხილა. ამის შესახებ უკრაინის პირველი პირი ინფორმაციას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„გავმართე მოლაპარაკებები შვეიცარიის პრეზიდენტ იგნაციო კასისთან. აღვნიშნე ჰუმანიტარული დახმარების საკითხი შვეიცარიის მხრიდან. განვიხილეთ უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით კონფერენციის მზადების საკითხი და შვეიცარიული მხარის შუამავლობა რუსეთში უკრაინელებისთვის საკონსულო მომსახურების გაწევაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 4-5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში, უკრაინის ომისშემდგომი აღდგენის საკითხთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი კონფერენცია გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო