უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათში 9 რუსული თავდასხმა მოიგერიეს

რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს იზიუმ-ბარვინკოვესა და იზიუმ-სლოვიანსკის მახლობლად აწარმოებდნენ - ამ და გასული ღამით განვითარებულ სხვა მოვლენებზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახლებული ინფორმაცია „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე გამოაქვეყნეს.

„დონეცკისა და ტავრიას მიმართულებით მტრის ჯარების ჯგუფი აქტიურ მოქმედებას ახორციელებს კონტაქტის ხაზის მთელ მონაკვეთზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული ძალების განცხადებით, დონეცკსა და ლუგანსკში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ცხრა რუსული თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს რვა ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, ოცდაოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური მანქანა, ისევე როგორც ხუთი მანქანა, მათ შორის ორი საწვავის ავზი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა