ბრიტანეთის დაზვერვა - ხერსონის პრო-რუსულ ადმინისტრაციას სურს ქალაქი რუსულ რუბლზე გადავიდეს

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის განახლებულ მონაცემებს ავრცელებს.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქი ხერსონი დაიკავა, მათ ქალაქში პრო-რუსული ადმინისტრაცია დასვეს, რათა ხერსონზე კონტროლი გააძლიერონ.

„ხერსონის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებების მიხედვით, ქალაქის უკრაინის კონტროლის ქვეშ გადასვლა „შეუძლებელია“ და საჭიროა 4-თვიანი პერიოდი, რა დროსაც ხერსონი უკრაინული გრივნიდან რუსულ რუბლზე გადავა“,- ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს განცხადებები მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე, განახორციელოს ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ხერსონზე გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ხერსონზე და მის სატრანსპორტო კავშირებზე მუდმივი კონტროლი გაზრდის რუსეთის უნარს, შეინარჩუნოს თავისი წინსვლა ჩრდილოეთისა და დასავლეთისკენ და გააუმჯობესოს რუსეთის კონტროლის უსაფრთხოება ყირიმზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა