ოლაფ შოლცი - სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გერმანია ლიდერობას არ ავლენდა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების მცდელობებში

სიმართლეს არ შეესაბამება, რომ გერმანია ლიდერობას არ ავლენდა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების მცდელობებში - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ოფიციალური კიევისთვის მძიმე შეიარაღების გაგზავნასთან დაკავშირებით, მისი ქვეყნის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაცის „გარდიანი“ გერმანული გამოცემა „Bild am Sonntag“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, შოლცი ზეწოლას განიცდის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა უკრაინას ისეთი მძიმე შეიარაღება მიაწოდოს, როგორიცაა ტანკები და ქვემეხები და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ემბარგოს რუსული ენერგორესურსების იმპორტზე.

”მე ჩემს გადაწყვეტილებებს ვიღებ სწრაფად და ჩვენს პარტნიორებთან ერთად”,- დასძინა შოლცმა.

ამასთან, ოლაფ შოლცმა კომენტარი გააკეთა გამოკითხვებთან დაკავშირებითაც, რომლის თანახმად, გერმანელების დიდი ნაწილის შოლცის პოლიტიკით უკმაყოფილოა.

„გათვალისწინებულ უნდა იქნას გამოკითხვების [შედეგები], მაგრამ მათზე დაყრდნობით არ უნდა განხორციელდეს ქმედებები, განსაკუთრებით ომისა და მშვიდობის საკითხებში, რაც უკიდურესად საშიში იქნება”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა აღნიშნულ საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით.

„Bild am Sonntag“-ში გამოქვეყნებულმა ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების 54% შოლცის მიერ კრიზისთან გამკლავებით უკმაყოფილოა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა