რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - "აზოვსტალის" მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები 46-მა ადამიანმა დატოვა

შაბათს მშვიდობიანი მოქალაქეების ორმა ჯგუფმა, საერთო ჯამში 46-მა ადამიანმა, მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები დატოვა - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.

25-მა ადამიანმა ნაშუადღევს დატოვა ტერიტორია, ხოლო კიდევ 21-მა საღამოს.

რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ყველა მათგანს საკვებით, საცხოვრებლითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყვეს.

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ფოლადის ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა და ზოგიერთი მათგანი "სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზეა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო