უკრაინული მედია - იზიუმთან რუსეთის გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი დაიჭრა, 20 ოფიცერი დაიღუპა

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი უკრაინის ტერიტორიაზე, იზიუმის მახლობლად დაიჭრა.ამის შესახებ „უნიანი“ სამხედრო ჟურნალისტზე, ალექსანდრ შულმანზე დაყრდნობით იუწყება.

„66 წლის გერასიმოვი მარჯვენა ფეხშია დაჭრილი ძვლის მოტეხილობის გარეშე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები სამეთაურო პუნქტში ისხდნენ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, 20 ოფიცერი დაიღუპა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტელეგრამ არხი „ვერტიკალი“ იუწყება, რომ გენშტაბის მეთაური გერასიმოვი იზიუმის დატოვებას ცდილობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა