გია ცაგარეიშვილი - უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი, სად არის მტკიცებულებები? - თქვან, რა უნდათ, მაინცადამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში? არ გამოვა ეს ამბავი

უკრაინის დაზვერვის განცხადება ისეთივე სანდოა, როგორც პირველი განცხადება, სად არის მტკიცებულებები? არ არის, სავარაუდოდ ამ ფაქტთან დაკავშირებითაც არანაირი ე.წ. მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს განცხადება წინა განცხადებებისგან იმით განსხვავდება, რომ ახლა შეთქმულების გეოგრაფია გაფართოვდა, საქართველოსთან ერთად სომხეთი და აზერბაიჯანიც არის ჩართული.

„რთულია ასეთ გაუგონარ ბრალდებებს მიეჩვიოს ადამიანი, არც ვაპირებთ. ამაზე ჩვენი მხრიდან იქნება პასუხი იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ყოველდღიურად საშინელი ტრაგედია ტრიალებს. ეს გაუგებრობა ადრე თუ გვიან ამოიწურება და ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს თავს დაანებებს შესაბამისი სამსახური. არ ვიცი, სად იწერება რომელ კაბინეტებში და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი უკრაინელი მეგობრები გამოფხიზლდებიან და მტრის ძებნას ცოტა სხვაგან დაიწყებენ, იქვე თავის ტერიტორიაზე და მომიჯნავე ქვეყანაში - რუსეთის ფედერაციაში“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, როცა გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს.

„ჩვენ ვთქვით, როცა პირველი ბრალდება გახმოვანდა, რომ არსებობს შესაბამისი არხები, მათ შორის სპეცსამსახურებს შორის, რომელიც მათ შორის ჩვენი პარტნიორების მიერ არის დალაგებული და გამართული. ეს არხები უნდა იყოს გამოყენებული, როცა შენ გაქვს ინფორმაცია, უნდა დაუკავშირდე შენს მეგობრებს თბილისში და ამცნო ამის შესახებ, რაზეც ჩვენს შესაბამის სამსახურებს ექნება ელვისებური რეაგირება და შედეგების შესახებ ეცნობება უკრაინის შესაბამის სამსახურებს. ეს არ ხდება, ხდება მედიის საშუალებით, ბრიფინგებზე, სოციალური ქსელების საშუალებით. ვფიქრობ, ეს ძალიან აწყობს ჩვენს საერთო მტერს - რუსეთის ფედერაციას, ურთიერთობის დაძაბვა, გართულება ორ მეგობარ ქვეყანას შორის, ჩვენი დაქსაქსვა, დანაწილება. დაყავი და იბატონე ეს რუსების პრინციპია, რომელსაც ისინი ქადაგებენ საუკუნეებია, განსაკუთრებით კავკასიაში. ეს არავის გამოადგება, პირველ რიგში ომის ქარცეცხლში გახვეულ უკრაინას, რომელსაც ჩვენ 520 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავუგზავნეთ, რომლის თითქმის 40 ათასი ლტოლვილი მივიღეთ, ბავშვებისთვის სკოლები გავხსენით და საბავშვო ბაღებში მივიყვანეთ, მშობლები დავასაქმეთ, ჭერი მივეცით.

ჩვენ არაფერი დაგვიშავებია და დასამტკიცებელი არაფერი არ გვჭირს. ძალიან არასერიოზულია ეს ყველაფერი და რაც უფრო გახშირდება ამგვარი გაუგონარი ბრალდებები, მით უფრო ნაკლები ყურადღება მიექცევა. რა აზრი აქვს რამის მტკიცებას. თქვენ რომ ახლა მე დამაბრალოთ, რომ ისეთი რამ ჩავიდინე, რაც ბუნებაში არ არსებობს, მე უნდა ვამტკიცო ჩემი სიმართლე თუ თქვენ უნდა დამიმტკიცოთ ჩემი მტყუანობა? რა თქმა უნდა თქვენ უნდა დამიმტკიცოთ. რა უნდა ქნას საქართველომ? თუ ეს საკმარისი არ არის, თქვან რა უნდათ, მაინცდამაინც სააკაშვილი უნდათ ხელისუფლების სათავეში? სავარაუდოდ ეს უნდათ. არ გამოვა ეს ამბავი, იმიტომ რომ ადამიანი იხდის სასჯელს“ , - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

ესტონეთის ელჩი - რუსეთს არ სჭირდება წინაპირობა რომ ვინმეს დაესხას თავს, ის გახდა უფრო არაპროგნოზირებადი ვიდრე ოდესმე
გაგიკ ავაკიანი - რუსეთი იმ მდგომარეობაში არაა, რომ სომხეთის საშინაო პოლიტიკაში მისი ჩარევები  წარმატებული იყოს და მას რამე გამოუვიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ზვიად გუბელაძე - გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა ნიკა გვარამიას ტელევიზიის  ბალანსზე არსებული ავტომობილით სარგებლობის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას
ნიკოლოზ ვაშაკიძე - არსებული ხელისუფლება წამოადგენს მთავარ დაბრკოლებას ქვეყანა პოლიტიკურად განახლებული და მომზადებული შეხვდეს კარდინალურ ცვლილებებს რეგიონში და მსოფლიოში
„გალერეა დემასში“ პრემიუმ ხარისხის ევროპული სლებების ასორტიმენტი განახლდა
Urban Hotel-ი მარტის დასაწყისიდან უკრაინელ დევნილებს მასპინძლობს
სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა - ბარიატრიული ოპერაციები ბოჭორიშვილის კლინიკაში
კომპანია „სმარტ ბუღალტერია“ - უნივერსალური და მაღალკვალიფიციური მომსახურება საბუღალტრო, ფინანსურ და საგადასახადო სფეროში
სამართლებრივი ინტერესების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე
იშოპინგე „კარფურის“ აპლიკაციაში და მიიღე შანსი მოიგო უამრავი პრიზი
ექსკლუზიური ბრენდები და სასიამოვნო გარემო - ქავთარაძის „სითი მოლის“ პრემიუმ სივრცეში მაღაზია „სენსი“ გაიხსნა