უკრაინული მხარის განცხადებით, კუნძულ ზმეინიზე უკრაინის თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა შავ ზღვაში ფლოტი გააქტიურა

შავ ზღვაში რუსეთის ფლოტის ძალების აქტიურობა შეინიშნება. რუსული გემებიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობა უმაღლეს დონეზეა. ამის შესახებ „უნიანი“ ოპერატიულ სარდლობა - „სამხრეთის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

„ამავდროულად, ზღვაში დაფიქსირდა მტრის ფლოტის ძალების ატიურობა, შეიარაღებული ძალების მიერ, სადესანტო ჩქაროსნული კატერებით - „რაპტორებით“ ზმეინიზე მორიგი დარტყმის განხორციელების შემდეგ, მოწინააღმდეგე ევაკუაციას და თავისი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის განახლებას ცდილობდა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

„სამხრეთის“ სარდლობაში ასევე განაცხადეს, რომ დანარჩენი ხომალდები და წყალქვეშა ნავები განაგრძობენ უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით სარაკეტო დარტყმის საფრთხის შენარჩუნებას უმაღლეს დონეზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა