უკრაინის გენერალური პროკურორი - ომის დანაშაულის 9000-ზე მეტ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს

რუსული ძალების მიერ სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, სულ 9 158 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. შემთხვევები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებს მოიცავს - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.

„ჩვენ უკვე დავადგინეთ კონკრეტული სამხედრო დამნაშავეების ვინაობა. მაგალითად, 15 მათგანი კიევის რეგიონშია, ბუჩაში - 10. ჩვენ მათ პასუხს ვაგებინებთ წამების, გაუპატიურებისა და ძარცვისთვის", - აღნიშნა უკრაინის გენპროკურორმა.

ვენედიქტოვამ დასძინა, რომ ბუჩაში ზოგიერთი ცხედრის იდენტიფიცირება შეუძლებელია და დნმ-ის ნიმუშები გროვდება. „სამწუხაროდ, გვაქვს საფუძველი ყოველდღიურად აღვძრათ ახალი საქმეები - მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის, დაბომბვის, ჩვენი მოქალაქეებისა და ბავშვების ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აგრესორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დეპორტაციის შესახებ და ა.შ“, - განაცხადა ვენედიქტოვამ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გამოძიების პროცესში საერთაშორისო დახმარებას იღებს.

"ახლა ჩვენ გვყავს ფრანგი ექსპერტების გუნდი და ექსპერტები სლოვაკეთიდან. მომავალ სამშაბათს ველოდებით ექსპერტებს ლიეტუვიდან", - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა