უკრაინა აცხადებს, რომ მიკოლაევში რუსული დაბომბვების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო საწყობი აფეთქდა

უკრაინის ოპერატიული სარდლობა ,,სამხრეთის" პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკოლაევში, რუსული დაბომბვების შედეგად, სასოფლო-სამეურნეო საწყობი აფეთქდა, რომელშიც 600 კილოგრამი სასუქი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

,,მიკოლაევის რაიონზე საარტილერო და ნაღმტყორცნებით შეტევის შედეგად, მტერმა სასუქით სავსე სასოფლო-სამეურნეო საწყობს ცეცხლი გაუხსნა. გაჩნდა ხანძარი და 600 კგ-მდე სასუქი აფეთქდა", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს. მათი განცხადებით, გარემოსა და ადამიანებისთვის ქიმიური საფრთხე არ არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო