უკრაინული მხარის ინფორმაციით, მიკოლაივის გარეუბნებში რუსულმა ძალებმა კასეტური საბრძოლო მასალები გაისროლეს

ოპერატიული სარდლობა ,,სამხრეთის" პრესსამსახურის ინფორმაციით, მიკოლაივის გარეუბნებში რუსულმა ძალებმა კასეტური საბრძოლო მასალები კიდევ ერთხელ გაისროლეს.ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, ,,ურაგანის" ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემების კასეტური საბრძოლო მასალები მშვიდობიანი მოსახლეობის ეზოებს მოხვდა, რის შედეგადაც სახლები და ეზოები დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ღამით აგრძელებენ მიკოლაივის კასეტური იარაღით დაბომბვას.

ოპერატიული სარდლობა ,,სამხრეთის" ინფორმაციით, ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა