ვოლოდიმირ ზელენსკი - ნენსი პელოსის ისტორიული ,,ლენდ-ლიზის" პროგრამის აღორძინებისთვის მადლობა გადავუხადე, რომელიც ოდესღაც ევროპაში თავისუფლების დაცვას დაეხმარა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის ვიდეო მიმართვაში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ნენსი პელოსისთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, პელოსისთან ლენდ-ლიზის პროგრამის, უკრაინის დახმარებისა და სხვადასხვა საკითხების შესახებ ისაუბრეს.

,,მე და ქალბატონ პელოსს, ოთხსაათიანი საკმაოდ არსებითი მოლაპარაკებები გვქონდა. კერძოდ, თავდაცვის მიწოდების, მაკროფინანსური დახმარების, სანქციების პოლიტიკასა და აშშ-სთან პოლიტიკურ თანამშრომლობაზე. ისტორიული ,,ლენდ-ლიზის" პროგრამის აღორძინებისთვის მადლობა გადავუხადე, რომელიც ოდესღაც ევროპაში თავისუფლებისთვის დაცვას დაეხმარა და რა თქმა უნდა, ამის გაკეთება მეორედ შეიძლება. განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები, თუ როგორ შეიძლება, პროგრამამ ჩვენი სახელმწიფოს მაქსიმალურ გაძლიერებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დასახმარებლად იმუშაოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პელოსისთან საუბარი რუსეთის წინააღმდეგ მომავალ სანქციებსაც შეეხებოდა. უკრაინის პირველმა პირმა სპიკერი პელოსი პრინცესა ოლგას ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო