სამხრეთ კორეის ელჩი კიევში დაბრუნდა

სამხრეთ კორეის ელჩი საელჩოს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად კიევში დაბრუნდა, - ინფორმაციას ადგილობრივო მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელჩი კიევიდან მუშაობას დღეიდან დაიწყებს და დარჩენილი პერსონალის ეტაპობრივ დაბრუნებას უსაფრთხოების სიტუაციის შესაბამისად განიხილავენ.

სამხრეთ კორეის საელჩოს ევაკუაცია რუსეთის შეჭრის დასაწყისში განხორციელდა და თანამშრომლები მარტიდან დასავლეთ უკრაინის ქალაქ ჩერნივცში განთავსებული დროებითი ოფისიდან მუშაობენ.

უკრაინის დედაქალაქში მუშაობა უკვე 20-ზე მეტმა საელჩომ, მათ შორის ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიისა და ნიდერლანდების საელჩომ, განაახლა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა გასულ კვირას კიევში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები ეტაპობრივად დაიწყებენ ქვეყანაში დაბრუნებას.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს