უკრაინის გენშტაბი - მტერი ცდილობს მიაღწიოს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და ეძებს სისუსტეებს უკრაინის თავდაცვაში

მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, სივერსკის მიმართულებით რუსული ძალები ნაღმტყორცნებიდან უხსნიდნენ ცეცხლს უკრაინულ პოზიციებს ჩერნიგოვის ოლქის სენკოვკას რაიონში.

„რუსეთის უკრაინის მოსაზღვრე ბრაიანსკის რეგიონში გაძლიერებული ადმინისტრაციულ-პოლიციური და კონტრდაზვერვის რეჟიმები დამყარდა. საგუშაგოები განლაგებულია მთავარ გზებზე და დასახლებულ პუნქტებთან.

სლობოჟანსკის მიმართულებით მტრის ჯგუფი აგრძელებს ქალაქ ხარკოვის და უდას და პრუდიანკას დასახლებების დაბომბვას.

გრძელდება მტრის შეტევითი ოპერაციები იზიუმ-ბარვინკოვის და იზიუმ-სლოვიანსკის მიმართულებებით.

დონეცკის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯგუფი ახორციელებს შეტევითი ოპერაციების კონტაქტის თითქმის მთელ ხაზზე,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ლიმანის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის ჯარების ნაწილებს ლიმან-სივერსკის საზღვარზე, იმისთვის, რომ განედევნათ ისინი პოზიციებიდან და შეექმნათ პირობები სლოვიანსკზე თავდასხმისთვის.

„სევეროდონეცკის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო რუბეჟნოეზე კონტროლის დამყარებასა და სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის მომზადებაზე.

პოპასნაიას მიმართულებით მოწინააღმდეგე ცდილობდა ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას პოპასნაიას მიდამოებში. მათ გააძლიერეს ჯარები მარიუპოლიდან ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის გადაადგილებით.

საჰაერო თავდაცვის სისტემის გაზრდის მიზნით, მტერმა განათავსა დამატებითი საზენიტო-სარაკეტო სისტემები ლუგანსკის და ზაპოროჟიის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“- აღნიშნულია ინფორმაციში.

გენშტაბის ცნობით, „იუჟნობუგსკის მიმართულებით მტერი ცდილობს მიაღწიოს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს და ეძებს სისუსტეებს უკრაინის თავდაცვაში.“

„მიკოლაივის მიდამოში აგრესორმა სამი უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დაზვერვა განახორციელა და ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 10 „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„მტერი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების ათი თავდასხმა მოიგერიეს, განადგურდა 2 ტანკი, 17 საარტილერიო სისტემა, 38 ერთეული ჯავშანტექნიკა და 10 ერთეული ავტომობილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა