გაერო-ს და „წითელი ჯვრის“ მიერ მხარდაჭერილი კოლონა დღეს მარიუპოლის დატოვებას შეეცდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კოლონა დღეს მარიუპოლის დატოვებას შეეცდება, - ინფორმაციას ქალაქის საკრებულო Telegram-ში ავრცელებს.

„კარგი ამბავია. გაეროსა და წითელი ჯვრის მხარდაჭერით, დღეს შეთანხმებული იქნა ორი დამატებითი ლოკაცია საევაკუაციო კოლონაში ადამიანების განსათავსებლად, რომლებიც დატოვებენ მარიუპოლის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საკრებულოს ცნობით, კოლონა ევაკუირებულ მოქალაქეებს უკრაინის ქალაქ ბერდიანსკთან ორ სოფელში გადაიყვანს.

შეგახსენებთ, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია გუშინ „უსაფრთხოების მიზეზებიდან“ გამომდინარე შეჩერდა, მანამდე კი „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან 100-მდე ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მარიუპოლში ამ დროისთვის 100 000-მდე სამოქალაქო პირი იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა