რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამ კვირაში ალბათ გვექნება მოლაპარაკებები პუტინთან

უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის შესამსუბუქებლად გადასადგმელი ნაბიჯების გადაწყვეტის ადგილი ანკარა ან სტამბოლი იქნება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისი პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი შაბათს ერთად გაემგზავრნენ კიევში, სადაც გამართეს შეხვედრები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.

„ალბათ, ამ კვირაში გვექნება მოლაპარაკებები ბატონ პუტინთან. მაინტერესებს როგორ დავაჩქაროთ ევაკუაცია, მაგალითად, მარიუპოლში, როგორ ვიპოვოთ ამ საკითხის გადაწყვეტა და შევეცდებით ამის გაკეთებას“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთი ყველა ღონეს მიმართავს რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა