ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, დაცვის მხარე სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შუამდგომლობას დააყენებს, რადგან სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.

მისივე ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია, რომელიც მაქვს, არის ის, რომ არ გრძნობს თავს კარგად და უჭირს გადაადგილება. თუ ის დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება, ერთადერთი მიზეზი იქნება ის, რომ მას უჭირს გადაადგილება და აქვს ჯანმრთელობის პრობლემა.

რაც შეეხება თავად სხდომას, ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ჩვენ გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად შუამდგომლობის შინაარსზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე პროცესი არ დაიწყება”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ესწრება. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო