ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩემმა შვილებმა რუსეთში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან, ვისთან ერთად ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით და რომ გავიმარჯვებთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შვილებთან ყოველდღიურ კონტაქტს ვერ ახერხებს, თუმცა კომუნიკაცია მაინც აქვს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ავსტრალიური ტელეკომპანია Nine Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზელენსკის თქმით, კარგად ესმის, რომ მისი ოჯახი საფრთხეშია.

„დიახ, ჩვენ გვესმის და ვიღებთ ამა თუ იმ ინფორმაციას საშიშროებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ ვითარებაში არსებობს. ეს ჩემი ოჯახია, ეს ჩემი სუსტი წერტილია და ამიტომ მათთვის მოქმედებს უსაფრთხოების ცალკე ზომები“,- განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე: შვილებთან კომუნიკაციისას გვერდს უვლის თუ არა ომთან დაკავშირებულ რაიმე კითხვებს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შვილებს არაფერს უმალავს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერი უნდა ესმოდეთ.

„ჩვენ ღია დემოკრატია გვაქვს სახელმწიფოში და ასეთივე, თუ მეტი დემოკრატია და ლიბერალიზმი არა, მოქმედებს ჩვენს ოჯახშიც. ამიტომ ყოველთვის ვპასუხობ შვილების კითხვებს, ვცდილობ, ყოველთვის ვუპასუხო აბსოლუტურად ღიად და გულწრფელად. ისინი თავად ეძებენ ინტერნეტში და პოულობენ ინფორმაციას იმაზე, რაც ხდება. მათ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით აქვთ წვდომა ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებასა და მედიაზე. არავითარი საიდუმლო არ გვაქვს. ჩემი მეუღლეც უყვება მათ ყველაფერს, რაც ხდება. მათ ზუსტად იციან, ვისთან ერთად ვიბრძვით, ვის წინააღმდეგ ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით და ზუსტად იციან, რომ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა