„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციებს იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრის რეზო ხარაზის განცხადებით, ბათუმში ანტისაოკუპაციო აქციებს იწყებენ. როგორც მან აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ოკუპირებულია, რადგან ხელისუფლებაში რუსული მთავრობაა.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს, რა რეალობის წინაშე ვართ. მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ რუსული ოკუპაციის ქვეშ. ანტისაოკუპაციო აქციებს ვიწყებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირში არ დავაბრუნოთ. ამ ქვეყანაში ე.წ ბორინკას მმართველობა უნდა დასრულდეს და ამ ყველაფრისთვის ქუჩა არის საჭირო, ხმის ამოღება და გარეთ გამოსვლა“, - აღნიშნა რეზო ხარაზმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო