Samsung Galaxy S22 სერია

ელიტ ელექტრონიქსი, რომელიც მსოფლიოს არაერთი წამყვანი ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში, ტექნიკის მოყვარულებს მუდმივად ანებივრებს სიახლეებით და მის დახლებზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია ერთ-ერთი პირველი ხვდება.

ამჯერად ელიტ ელექტრონიქსი წარმოდგვიდგენს Samsung Galaxy S22 სერიას, რომელიც Samsung_ის 2022 წლის ფლამანების მოწინავე და ყველაზე გამორჩეული მოდელია. Galaxy S22 სერია აერთიანებს 3 სმარტფონს - S22, S22+ და S22 Ultra.

ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მოსულ მომხმარებელს S22 სერიის სმარტფონებზე Trade In აქცია დახვდება, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა მოიტანოთ თქვენი ძველი სმარტფონი და გადაცვალოთ ახალში, შესაბამისად Trade In აქციის პირობებში დაზოგავთ 320-დან 2500 ლარამდე თანხას.

ზოგადი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ფლაგმანების ვიზუალზე, გეტყვით, რომ S22 სერიების ჩარჩო დამზადებულია ბრონირებული ალუმინის ახალი შენადნობისგან გაზრდილი გამძლეობით. ეკრანი და უკანა ხუფი დაცულია Corning Gorilla Glass Victus+ მინით.

Galaxy S22 სერიაში გამოიყენება გონიერი პიქსელებით აღჭურვილი კამერები. არასაკმარისი განათების პირობებში, სისტემა აერთიანებს პიქსელებს, რის შედეგადაც იზრდება ფოკუსირების სიჩქარე და გარემოდან განათების მიღების ოდენობა. შედეგად მიიღება ნათელი და კონტრასტული ფოტო და ვიდეო, დაბალი განათების პირობებშიც კი. ფლაგმანებს ასევე გააჩნია 8K გადაღება, რომელიც პირველად Galaxy S20 სერიში შეგვხვდა.

Galaxy S22 სერიის სამივე მოდელს დაცულია IP68 სტანდარტით, რაც უზრუნველყოფს მათ წყალგამძლეობას (30წთ – 1.5მ სიღრმე) და მტვერგამძლეობას. სმარტფონები აღჭურვილია უსაზღვრო O-ტიპის დინამიური AMOLED ეკრანით, რომელსაც მილიარდზე მეტი ფერის გადმოცემა შეუძლია. ახალი ფუნქცია, გამოსახულების ბუსტერი, უზრუნველყოფს ეკრანის გამოსახულების დამუშავებას სპეციალურად ძლიერი განათების პირობებისათვის.

Galaxy S22 Ultra აერთიანებს ორი სმარტფონის საუკეთესო მონაცემებს – Note სერიის სიმძლავრესა და S სერიის პროფესიონალურ კამერას – რაც პრემიუმ სმარტფონებისთვის ახალ სტანდარტებს ადგენს. Galaxy S სერიის ისტორიაში პირველად S-Pen ჩაშენებულია Galaxy S22 Ultra-ს კორპუსში, რაც Note სერიის სრულყოფილ გამოცდილებას იძლევა.

Galaxy S22 Ultra მთავარი კამერა აღჭურვილია 108MP-იანი კამერით. ტელეფოტო კამერას გააჩნია 3x, 10x ოპტიკური და 100x ჰიბრიდული ზუმი, რომელიც ოპტიკური და ციფრული ზუმის ნაზავია.

Galaxy S22 Ultra ხელმისაწვდომია შავ, თეთრ, მწვანე და შიდისფრ ფერები - 12GB ოპერატიული და 256GB შიდა მეხსიერებით.

რაც შეეხება Galaxy S22-ს ის იმეორებს ბოლო თაობის Galaxy S სერიების დიზაინს და წარმოდგენილია 6,1’’-იანი ეკრანით, პატარა ჩარჩოებითა და სწორი გვერდებით და იდეალურია ცალი ხელით გამოყენებისათვის. ხოლო S22+ გააჩნია შედარებით დიდი ზომის 6,6’’-იანი ეკრანი, რაც შთამბეჭდავ მულტიმედია გამოცდილებას გვთავაზობს.

Galaxy S22|S22+ გააჩნია სამი ძირითადი კამერა, საიდანაც მთავარი 50MP-იანი, 10MP-იანი ტელეფოტო 3x ოპტიკური და 30x ჰიბრიდული ზუმით და 12MP-იანი ულტრაგანერი კამერა, რაც იდეალურია დაბალანსებული და კარგი ფოტო-ვიდეოს გადასაღებად. ფლაგმანები აღჭურვილია 8GB ოპერატიულითა და 128GB|256GB შიდა მეხსიერებით. ეს მოდელები წარმოდგენილია შემდეგ ფერებში: შავი, თეთრი, მწვანე და ვარდისფერი.

შეგახსენებთ რომ Samsung-ის სმარტფონები უნდა შეიძინოთ აუცილებლად სამსუნგის ჰოლოგრამით, მისი ოფიციალური წარმომადგენლის ელიტ ელქტრონიკსის მაღაზიათა ქსელში. ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის, გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც არის ელიტ სერვისი.

(R)

ზურაბ ბატიაშვილი - დასავლეთში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ეს 2023 წელს მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2023
ფარხად მამედოვი - აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს თბილისში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოდერატორი ამერიკა იქნება და არა ევროკავშირი
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს