ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო რუსების წინააღმდეგ არ არის, თუმცა მათ მხარს უკვე აღარავინ უჭერს

მსოფლიო რუსების წინააღმდეგ არ არის, თუმცა მათ მხარს უკვე აღარავინ უჭერს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიური ტელეკომპანია Nine Network-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მსოფლიო არ იზიარებს პუტინის პოლიტიკას, დიქტატურას და იმ ღირებულებებს, რომელიც ადამიანის წამების შესაძლებლობას იძლევა.

„მსოფლიო აღარ იზიარებს დიქტატურას, მან ეს ყველაფერი უკვე გაიარა. ქვეყნების უმეტესობამ ეს უკვე გაიარა, როდესაც იყო ამა თუ იმ იმპერიის შემადგენლობაში“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „უბრალოდ რუსეთში მოსახლეობას კვლავ და კვლავ აძლევენ ძველ საღეჭ რეზინს“, რათა მათ ახლიდან გადაამუშაონ ეს საინფორმაციო პოლიტიკა, რომ თითქოს ისინი იძულებულები არიან ჩაიკეტონ და იზოლირდნენ მსოფლიოსგან, რათა დაიცვან საკუთარი ფასეულობები.

„ფასეულობა არ არის ადამიანების დახოცვა, სხვისი კუთვნილის მიტაცება, ადამიანთა წამება. არ ვფიქრობ, რომ უნდა ითქვას, რომ ისინი არაფერ შუაში არიან, რომ გაგიჟდნენ და ბრძანებებს არც თუ ისე ადეკვატური ადამიანები იძლევიან, ვფიქრობ მათ ესმით, რასაც აკეთებენ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მათ მსოფლიო გახადეს ისეთ, როგორშიც თავს კომფორტულად გრძნობენ.

„თავის მიერ შექმნილ მსოფლიოში ისინი გვხოცავენ ჩვენ და არავის არ აღიარებენ, თუ ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს განსხვავებული აზრის მკვლელობაა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო