შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე - ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ - სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის

იმედი მაქვს, ან განმარტებას გააკეთებენ ან დიდი ალბათობით, როგორც წინა შემთხვევაში, ეს განცხადებაც განცხადებად დარჩება - იმის მიუხედავად, რომ არსებობს სურვილი, ვიდრე ინფორმაცია გავრცელდება, მისი გადამოწმება მოხდეს, არ შემთხვევაშიც პირდაპირ განცხადების გაკეთება არ მოერიდნენ, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

პაპუაშვილის შეფასებით, იქმნება ყალბი წარმოდგენები, თითქოს საქართველოს რუსეთთან რაიმე გვერდით მოლაპარაკებებში არის ჩართული, რაც ქვეყნის შიგნით არსებული ძალების დეზინფორმაციული კამპანიაა.

„სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ. როგორც წინა შემთხვევაში არავითარი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. ჩანს, რომ არის მხოლოდ განცხადება. სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის.

არ ვიცი, რა არის ამ განცხადების მიზანი, მაგრამ ეს უკრაინის შესაბამისი ინსტიტუტების მიმართ ნდობას საქართველოში არ არგებს - პირველი ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა და ამ ინფორმაციას რაიმე განმარტებები არ მოჰყვა. ეს უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას არამხოლოდ საქართველოში არ აზიანებს - ასეთი განცხადებები საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად კეთდება და როცა ამის უკან არაფერი დგას, ნდობას ამცირებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა